myCADsite Logo
მოგესალმებით ჩემიCADგვერდი.com-ზე.
აქ თქვენ ნახავთ რამოდენიმე სასარგებლო გაკვეთილს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ CAD სამუშაოებში.
   
 
 
დასაწყისი
სახელმძღვანელოები
ჩამოტვირთვები
სტატისტიკა
ბმულები
ნიმუშები
სტუმართა წიგნი
სხვა
   
     
 

გაკვეთილი 1-8

გაკვეთილი 1-1

X-Y კოორდინატთა სისტემა, წერტილების შეტანა, ავტოკადის ეკრანი, ავტოკადის ძირითადი ტერმინოლოგია

გაკვეთილი 1-2

I დავალება - ხაზვა / მოდიფიცირების ბრძანებების შესავალი

გაკვეთილი 1-3

II დავალება - მოდიფიცირების დამატებითი ბრძანებები

გაკვეთილი 1-4

III დავალება - მონაცემთა ზუსტი შეტანა

გაკვეთილი 1-5

მონიშვნის ხერხები

გაკვეთილი 1-6

IV დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები

გაკვეთილი 1-7

V დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები

გაკვეთილი 1-8

VI დავალება - ფენები / განზომილებების დატანა / ტექსტი

გაკვეთილი 1-9

მანძილის პირდაპირი შეტანა და ობიექტის მიდევნება

გაკვეთილი 1-10

ობიექტების თვისებათა ცვლილება


შენიშვნები:

ავტოკადის ბრძანებათა ზოლი არის ლურჯი Courier შრიფტით. მნიშვნელოვანი საკითხები მონიშნულია წითლად და მათ შეიძლება მიმაგრებული ჰქონდეთ ჰიპერბმულები. More Info პიქტოგრამაზე დაკლიკებით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.


ამ გაკვეთილში განხილული თემები:


ფენები და განზომილებების დატანა

ახლა, როდესაც თქვენ შეისწავლეთ ყველა ძირითადი მხაზველობითი და მოდიფიცირების ბრძანებები, დროა გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. ამ გაკვეთილში გაეცნობით ტექსტის, განზომილებების დატანის და ფენების საფუძვლებს. თქვენ აიღებთ ერთ-ერთ წინა დავალებას, შეინახავთ მას ახალი სახელით და დაამატებთ მას ტექსტს და განზომილებებს. ქვემოთ მოცემულია შესასწავლი ბრძანებები.

ბრძანება

კლავიატურა

პიქტოგრამა

მენიუ

რეზულტატი

ფენა

Layer / LA

Layer Icon

Format > Layer

გამოყავს ფენებისა და ხაზის ტიპების დიალოგური ფანჯარა

ტექსტი

Text

_

Draw > Single Line Text

ქმნის ერთხაზიან ტექსტს

განზომილება

Dim

მრავალი

Dimension > (აირჩევთ რომელიმეს)

დაიტანება განზომილება წინასწარ დახაზულ ობიექტზე

მასშტაბი

Scale / SC

Scale Icon

Modify > Scale

პროპორციულად უცვლის ზომას (სკალირებას უკეთებს) ობიექტს

დასაწყისისთვის თქვენი CAD ფოლდერიდან გახსენით დავალება #5.

SAVE AS More Info ოფციის გამოყენებით დაუყოვნებლივ შეინახეთ იგი Assign6.dwg -ს სახელით

დააჭირეთ აქ ფაილის GIF ვერსიის სანახავად.
დააჭირეთ აქ DWG ვერსიისთვის.

პირველ გააკეთეთ სამი ფენა. ფენები გამოიყენებიან ნახაზის ორგანიზებისათვის. მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ მრავალსართულიანი შენობის დიდი პროექტი, მისი დიზაინერები შექმნიდნენ ფენებს ელექტროობის, მილ-გაყვანილობის, ლანდშაფტისა და სხვათათვის. აუცილებელია, აკონტროლოთ თქვენი ნახაზი და პერიოდულად გამორთოთ ფენები, რომ დაინახოთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ფენების ნაწილი. ესაა ფენების საჭიროების ერთ-ერთი მიზეზი.

თქვენ შექმნით ერთ ფენას განზომილებებისთვის, ერთს ხაზებისთვის და ერთსაც ტექსტისთვის. დაიწყეთ ფენების (LAYER) ბრძანება. ეს ბრძანება გამოიტანს ფენების თვისებების მმართველს - Layer Properties Manager (ნაჩვენებია ქვემოთ). ამ გაკვეთილში ჩვენ მოვიცავთ მხოლოდ საფუძვლებს.

R2000 Layer Dialog Box

დიალოგურ ფანჯარაში თქვენ იხილავთ უამრავ ინფორმაციას. ფანჯარაში შეამჩნევთ გახდეს მიმდინარე - Make Current ღილაკს. ქვემოთ კი, ისეთივე ნიშნის გასწვრივ, მოცემულია სახელი იმ ფენისა, რომელზეც ხაზავთ. ძირითადი ფანჯარა გაძლევთ ინფორმაციას ყოველ ინდივიდუალურ ფენაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სახელის - 'Name', ჩართვისა - 'On' (სინათლის ნათურა) და ფერის - 'Color' (გაფერადებული კვადრატი) სვეტებზე, ისევე, როგორც ახალი ფენის შესაქმნელ - 'New' ღილაკზე.

ახლა, როდესაც თქვენ ეკრანზე გაქვთ დიალოგური ფანჯარა, დააჭირეთ 'New' ღილაკს. ეს მოქმედება შექმნის ახალ ფენას და მოგცემთ საშუალებას, რომ სახელი დაარქვათ მას. დაარქვით ამ ფენას TEXT. დააჭირეთ გასწვრივ მყოფ პატარა კვადრატს და აირჩიეთ გამოსულ ფანჯარაში ყვითელი ფერი. შექმენით კიდევ ერთი ფენა და დაარქვით მას DIM (განზომილებებისთვის). მისი ფერი იყოს წითელი. ბოლოს კი შექმენით მესამე ფენა, რომელსაც დაარქმევთ OBJECT. იგი იყოს მწვანე. ეს-ესაა თქვენი ნახაზისთვის შექმენით სამი ახალი ფენა. მონიშნეთ TEXT ფენა და დააჭირეთ 'Make Current' ღილაკს. ეს გახდის TEXT ფენას მიმდინარეს და რასაც თქვენ დახაზავთ, მოთავსდება ამ ფენაზე. თქვენი დიალოგური ფანჯარა ზუსტად ისევე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც მოცემულია ზემოთ. თუ ეს ასეა, მაშინ დიალოგური ფანჯრის დასახურად დააჭირეთ OK-ის

TEXT არის თქვენი ხაზვის მიმდინარე ფენა, ასე რომ თქვენ ახლა უნდა შექმნათ რაღაც ტექსტი. აკრიფეთ TEXT ბრძანებათა ზოლში და თან თვალი ადევნეთ.

Command: text
Justify/Style/<Start point>:

პირველად ავტოკადს უნდა ტექსტის საწყისი წერტილი. აკრიფეთ: 0,0 რომ მოათავსოთ ტექსტი ნახაზის ქვედა მარცხენა კუთხეში. დააკვირდით იმასაც, რომ არის კიდევ რამდენიმე ოფცია, მაგრამ ახლა შეგიძლიათ მათ ყურადღება არ მიაქციოთ.

Height <0.2000>:

შემდეგ ავტოკადს უნდა მიუთითოთ ასოების სიმაღლე. ამ დავალებისთვის დაგჭირდებათ 0.25'' სიმაღლის ასოები. ასე რომ, სიმაღლის მითითებისას აკრიფეთ .25.

Rotation angle <0>:

კიდევ ერთი, რასაც ავტოკადი მოგთხოვთ ბეჭდვის დაწყებამდე, არის ტექსტის ბრუნვის კუთხე. ამ შემთხვევაში დააჭირეთ პირდაპირ ENTER -ს, რომ მიიღოთ საწყისი 0 გრადუსი მნიშვნელობა.

Text: (თქვენი სახელი - დავალება #6)

საბოლოოდ ნახაზზე შეგიძლიათ მოათავსოთ სასურველი ტექსტი. დაბეჭდეთ თქვენი სახელი და დავალების ნომერი Text Help შემდეგ კი დააჭირეთ ENTER-ს.

თქვენ ნახავთ, რომ ავტოკადმა თქვენი .25'' სიმაღლის სახელი მოათავსა მარცხენა ქვედა კუთხეში ყვითელ 'Text' ფენაზე.

თქვენ ნამდვილად არ გსურთ, რომ თქვენი სახელი კუთხეში იყოს, ამიტომ გადაიტანეთ იგი 0.125''-ით ზევით და გასწვრივ (გახსოვდეთ MOVE ბრძანება და ფარდობითი წერტილები: @.125,.125).

ახლა კი დროა, თქვენ ნახაზზე დავიტანოთ განზომილებები. გამოიყვანეთ ფენების დიალოგური ფანჯარა და გახადეთ DIM ფენა მიმდინარე ("Make Current" ღილაკზე დაჭერით).

განზომილებების დატანა ერთადერთია, რისთვისაც პიქტოგრამების გამოყენებას გირჩევთ. განზომილებების დაწერა ამ მეთოდით გაცილებით უფრო იოლია. თუ თქვენ ვერ ხედავთ განზომილებების პანელს ეკრანზე, დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკით პანელის ნებისმიერ  პიქტოგრამას და მონიშნეთ განზომილებები - Dimension. თქვენ შენიშნავთ, რომ გამოჩნდება ბრძანებათა ახალი  პანელი.

არის განზომილებების რამოდენიმე ტიპი. დავალებაში მოყვანილი გვაქვს ისინი, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ ამ გაკვეთილებში. (განზომილებების პიქტოგრამები ნათლად ასახავენ, თუ როგორი განზომილებების დასატანად გამოიყენება ისინი). ქვემოთ მოყვანილი სურათი გვიჩვენებს განზომილებების სტანდარტულ პიქტოგრამებს. სიის სახით მოცემულია განზომილებების ტიპები, რომლებსაც გამოიყენებთ ამ გაკვეთილში (მოათავსეთ თქვენი პოინტერი ამ პანელზე იმისთვის, რომ დაინახოთ, თუ რას წარმოადგენს ისინი).

Dimension Icons

განზომილებები, რომლებსაც ამ გაკვეთილში გამოიყენებთ:

ხაზოვანი (Linear) - ეს განზომილებები გამოიყენება ჰორიზონტალური ან ვერტიკალური განზომილების დასატანად.

ორიენტირებული (Aligned) - დაიტანს განზომილებას დახრილი ხაზის პარალელურად.

რადიუსის (Radius) - მოგცემთ რკალის ან წრის რადიუსს.

დიამეტრი (Diameter) - დაიტანს წრის დიამეტრის განზომილებას.

კუთხური (Angular) - დაიტანს კუთხეს თქვენს მიერ არჩეულ ორ ხაზს შორის.

საბაზო (Baseline) - განზომილების დატანის სპეციალური ტიპია, რომელიც არჩეული წერტილიდან ავტომატურად დააწყობს განზომილებებს ერთი განზომილების გასწვრივ.

განზომილებების ტიპი, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ, მთლაინად დამოიკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ინფორმაცია გსურთ მიაწოდოთ იმ პირს, რომელიც კითხულობს ნახაზს. ნახეთ ნიმუში და გამოარჩიეთ გამოყენებული განზომილებების ტიპები.

დავიწყოთ ყველაზე პოპულარული (და იოლი): ხაზოვანი განზომილებების დატანით. თქვენ გამოიყენებთ განზომილებების დატანის ამ ტიპს, რათა მიაწეროთ განზომილება თქვენი ნახაზის ქვედა მარცხენა ოთხკუთხედს. დააჭირეთ პიქტოგრამას და შემდეგ შეხედეთ ბრძანებათა ზოლს.

Command: _dimlinear
Specify first extension line origin or <select object>:

მოგეთხოვებათ განზომილების ხაზის სათავე (საწყისი წერტილი) ან პირდაპირ შეგიძლიათ დააჭიროთ ENTER-ს და აირჩიოთ განსაზღვრული ხაზი. ჩართეთ OSNAPS ბოლო წერტილზე მიბმაზე. აირჩიეთ ოთხკუთხედის ზედა მარცხენა კუთხე, რის შემდეგაც ავტოკადი მოგთხოვთ მეორე წერტილს. აირჩიეთ ზედა მარჯვენა კუთხე. ამის შემდეგ დაინახავთ გამოჩენილ განზომილებას და ავტოკადი მოგთხოვთ განზომილების ხაზის მდებარეობის მითითებას. მიუთითეთ ხაზის მაღლა, იქ, სადაც მიიჩნევთ, რომ იგი კარგად ჩანს.

შემდეგ ავტოკადი გაჩვენებთ ახლახან დატანილი ხაზის ზომას. მომდევნო ტექსტი გიჩვენებთ, თუ რას დაინახავდით ბრძანებათა ზოლში:

Specify second extension line origin:
<აირჩიეთ ზედა მარჯვენა კუთხე>
Specify dimension line location or
[Mtext/Text/Angle/Horizontal/Vertical/Rotated]:
<აირჩიეთ ადგილი ხაზის მაღლა >
Dimension text =
3.000

იგივე მეთოდის გამოყენებით დაიტანეთ განზომილება მარცხენა მხარესაც.

ახლა, უნდა დავიტანოთ ობიექტის მომრგვალების რადიუსის განზომილება პირველი ყუთის მაღლა. აირჩიეთ რადიუსის განზომილების - radius dimension პიქტოგრამა. ავტოკადი მოგთხოვთ მონიშნოთ რკალი ან წრე. აირჩიეთ რკალი ზედა მარცხენა კუთხეში. შემდეგ ავტოკადი ისევ მოგთხოვთ განზომილების ადგილმდებარეობის მითითებას. აირჩიეთ ადგილი რკალის გარეთ, რათა კარგად ჩანდეს განზომილება.

ზედა მარცხენა ობიექტის ნახვისას შეამჩნევთ, რომ არის რამდენიმე გზა კუთხეების განზომილების დასატანად. დაიწყეთ ქვედა მარცხენა კუთხიდან. აირჩიეთ ხაზოვანი განზომილების - Linear Dimension პიქტოგრამა. ორი წერტილის არჩევის მაგივრად დააჭირეთ ENTER-ს და ავტოკადი მოგთხოვთ იმ ობიექტის არჩევას, რომლის განზომილებების დატანაც გსურთ. აირჩიეთ ქვედა მარცხენა კუთხეში მყოფი დახრილი ხაზი. კურსორის მოძრაობით კი შეგიძლიათ მოათავსოთ განზომილება ხაზის მარცხნივ ან ქვემოთ. განზომილების მოსათავსებლად აირჩიეთ ერთ-ერთი მდებარეობა. ეს საფეხური გაიმეორეთ სხვა განზომილებების დასატანადაც.

მაღლა მარცხენა მხარეს თქვენ უნდა დაიტანოთ ორიენტირებული განზომილება - Aligned dimension. ამისთვის აირჩიეთ შესაბამისი პიქტოგრამა. ისევე, როგორც ხაზოვანი განზომილებისთვის, აქაც შეგიძლიათ აირჩიოთ ორი წერტილი ან პირდაპირ დააჭიროთ ENTER-ს, ობიექტის ასარჩევად. როდესაც მოგიწევთ განზომილების მოთავსება, შეამჩნევთ, რომ ის იმოძრავებს მხოლოდ აღნიშნული ხაზის პარალელურად. მოათავსეთ განზომილება ობიექტს გარეთ.

ახლა თქვენ დაიტანთ განზომილებას ზედა ყუთის მარჯვენა ქვედა კუთხისთვის. აირჩიეთ კუთხური განზომილების - Angular dimension პიქტოგრამა. ჯერ აირჩიეთ ქვედა ხაზი, შემდეგ კი დახრილი ხაზი ქვედა მარჯვენა კუთხესთან. მოათავსეთ განზომილება ისე, როგორც ნაჩვენებია ნიმუშში.

ახლა კი დროა დავიტანოთ წრის განზომილება. დიამეტრის განზომილებისთვის - Diameter dimension აირჩიეთ შესაბამისი პიქტოგრამა, რის შემდეგაც უნდა აირჩიოთ რკალი ან წრე. დააჭირეთ წრეს ნებისმიერ ადგილას და მოათავსეთ განზომილების ხაზი მოსახერხებელ ადგილას.

ხაზოვანი განზომილების საშუალებით დაიტანეთ განზომილება წრეში მოთავსებულ 1'' ხაზზე.

ხაზოვანი განზომილებით დაიტანეთ განზომილებები წყობის მარცხენა ყუთზე.

დაიტანეთ განზომილება ორ რიგს შორის სივრცეზე (0.75) ხაზების ბოლო წერტილების არჩევით.

დაიტანეთ განზომილება სვეტებს შორის სივრცეზე (0.75), როგორც მაგალითშია ნაჩვენები.

ახლა კი ყველაზე ადვილი ნაწილი. თქვენ გსურთ დაიტანოთ საბაზო განზომილება სვეტებს შორის მანძილის განზომილებაზე, რომელიც ეს ესაა შექმენით. აირჩიეთ საბაზო განზომილების პიქტოგრამა და თვალი ადევნეთ ბრძანებათა ზოლს:

შეიძელება მოგეთხოვოთ საბაზო განზომილების არჩევა. თუ ასეა, აირჩიეთ სვეტის განზომილებაზე 0.75. შემდეგ უნდა აირჩიოთ მეორე წერტილი (Specify a second extension line origin). აირჩიეთ ის წერტილი, სადაც P1 ჩანს ნიმუშზე. ავტოკადი განმეორებით მოგთხოვთ ამ პროცესის შესრულებას, ვიდრე არ დააჭერთ ENTER-ს ბრძანების დასამთავრებლად. ჯერ დააკლიკეთ P2-თან ახლოს და შემდეგ დააჭირეთ ENTER-ს. აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბრძანებათა ზოლი.

Command: _dimbaseline
Select base dimension:
Specify a second extension line origin or (Undo/<Select>):
<დააკლიკეთ P1>
Dimension text = 1.50
Specify a second extension line origin or (Undo/<Select>):
<დააკლიკეთ P2>
Dimension text = 2.00
Specify a second extension line origin or (Undo/<Select>):
<ENTER>

ახლა, თქვენი ნახაზი უნდა დაემსგავსოს ნიმუშს. გადახედეთ მას თავიდან, რომ არ გამოგრჩეთ რაიმე განზომილება.

თქვენ ახლა ნახაზზე დაიტანეთ განზომილებები. შეინახეთ იგი და დაბეჭდეთ.

შემდეგ ყველაფერი უნდა გადააკოპიროთ 12''-ით მარჯვნივ. დაიწყეთ COPY ბრძანება და როდესაც მოგეთხოვებათ ობიექტების მონიშვნა, აკრიფეთ ALL ENTER. შემდეგ კი გადააკოპირეთ ყველაფერი 12''-ით მარჯვნივ.

შემდეგ გადაკოპირებული ობიექტების მასშტაბი გაზარდეთ ორჯერ. დაიწყეთ SCALE ბრძანება. როდესაც ობიექტების მონიშვნაზე მიდგება საქმე, მონიშნეთ ახლახანს გადაკოპირებული ყველა ობიექტი და დააჭირეთ ENTER-ს. როდესაც მოგეთხოვებათ საბაზო წერტილის მითითება, აირჩიეთ ჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხე. სკალის ფაქტორად შეიყვანეთ 2. ბრძანებათა ზოლი ასე უნდა გამოიყურებოდეს.

Command: sc
SCALE
Select objects: Other corner: 38 found
Select objects:
<ENTER>
Base point:<აირჩიეთ ჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხე)
<Scale factor>/Reference: 2 <ENTER>

შეასრულეთ განფენილობის დეტალიზირება - Zoom Extents (აკრიფეთ Z ENTER E ENTER ბრძანებათა ზოლში). ახლა კი, როდესაც ყველაფერი ორჯერ დიდია, მიუახლოვდით თქვენs განზომილებებს და დაიანახავთ, რომ მათ ავტომატურად შეიცვალეს ზომები. ამას უწოდებენ ასოცირებულ განზომილებებს.More Info

არსებობოს მრავალი სხვადასვა ცვალებადი მითითება, რომ მიიღოთ ტექსტისა და განზომილებების სასურველი სახე (გამოიყენეთ DDIM ბრძანება). მას ამ კურსში არ განვიხილავთ.

პრაქტიკისთვის ცადეთ დაიტანოთ განზომილებები სხვა დავალებებზე.

Return to the Top of the Pageგაკვეთილის დასაწყისში დაბრუნება

გაკვეთილის კითხვარი

შემდეგი გაკვეთილი: 1-9>>

<< წინამორბედი გაკვეთილი: 1-7



   
     
 
უარყოფა
კონფიდენციალობა
ძებნა
რეზიუმე
ე-ფოსტა
   
 

საიტის მფლობელი და ოპერატორი არის არტ ვიტონი, ლას-ვეგასი, ნევადა

ბოლოს განახლდა: PST
   
     

Valid HTML 4.01!

Linear Aligned Radius Diameter Angular Baseline Ordinate Quick Dim Continuous Quick Leader Tolerances Center Mark Dimension Edit Dimension Text Edit Dimension Update Dimension Style Control Dimension Style