მანძილის პირდაპირი შეტანა
როგორც წინა გაკვეთილებში ითქვა, არსებობს მრავალი ხერხი, რომ რაიმე გავაკეთოთ ავტოკადში. მანძილების შესატანად თქვენ გაეცანით აბსოლუტურ, ფარდობით და პოლარულ კოორდინატებს. ახლა კი
ნახავთ კიდევ ორ გზას, რათა მიუთითოთ ავტოკადს თქვენთვის სასურველი
წერტილები.
არ დაგავიწყდეთ მონაცემთა ხელით შეტანის საფუძვლები
მანძილის პირდაპირი შეტანით ხდება ჩვეულებრივი გზით მონაცემთა შეტანის გვერდის ავლას და მხოლოდ მანძილის მითითებას.
ეს მეთოდი ძალიან მარტივია.
დარწმუნდით, რომ F8 ღილაკის დაჭერით გააქტიურებული გაქვთ ორთო მეთოდი (იზღუდებით მხოლოდ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზვით) და რომ სტატუსის ზოლში დაჭერილია "ORTHO" ღილაკზე ისევე, როგორც აქაა ნაჩვენები: . F8 ღილაკი რთავს და გამორთავს ორთოს.
ვთქვათ გსურთ დახაზოთ ხაზი წერტილიდან 10 ერთეულით მარჯვნივ .
დაიწყეთ Line
ბრძანება და დააკლიკეთ ეკრანის ნებისმიერ ადგილზე, შემდეგ წაიღეთ კურსორი
ამ წერტილიდან მარჯვნივ. თუ ორთო მეთოდი გააქტიურებულია, ხაზი მიემართება ზუსტად მარჯვნივ და არა რაიმე კუთხით დახრილი. ახლა ბრძანებათა ზოლში დაბეჭდეთ 10 და დააჭირეთ ENTER-ს. დააჭირეთ ისევ ENTER-ს, რათა გამოხვიდეთ ბრძანებიდან. თქვენ მიიღეთ 10 ერთეული სიგრძის ხაზი.

ეს ძალიან იოლი ხერხია ხაზის სეგმენტების ხაზვისთვის. მაგრამ თუ ორთო მეთოდი არ არის ჩართული, თქვენი ნახაზი ძალიან მალე აირევა და მისი გასწორება ძალიან გაგიძნელდებათ. მე მინახავს ბევრი სტუდენტი, რომლებმაც არ გაითვალისწინეს ეს მარტივი მიმდევრობა და ჩააგდეს პროექტი.
ხომ კარგი იქნებოდა რომ ასეთივე მეთოდით შესაძლებელი იყოს კუთხით დახრილი ხაზების დახაზვა? თქვენ ამის გაკეთებაც შეგიძლიათ, ოღონდ ჯერ რაღაცეები გაქვთ შესაცვლელი მითითებებში.
დაბეჭდეთ DSETTINGS (ENTER), რის შემდეგაც გამოვა ხაზვის მითითებების ფანჯარა:

აირჩიეთ პოლარული მიდევნების (Polar Tracking) სანიშნე, თუ იგი არჩეული არაა. შემდეგ დარწმუნდით, რომ პოლარული მიდევნება ჩართულია (დააჭირეთ F10 ღილაკს მისი ჩართვა-გამორთვისთვის) და აირჩიეთ სასურველი კუთხის მატება (Increment angle). 
პოლარული მიდევნება
ქვემოთ მოყვანილი ნახაზის სურათზე დახაზულია 1 ერთეული სიგრძის 4 ხაზი პოლარული მიდევნების გამოყენებით. სცადეთ, თუ მოახერხებთ იგივეს დუბლირებას 10 ერთეული სიგრძის ხაზის ბოლოზე, რომელიც ახლახანს შექმენით. აქ მეორდება იგივე პროცესი, რაც მანძილის პირდაპირი შეტანისას. დარწმუნდით, რომ კუთხის ნამატი 30°-ია.

შეუძლებელია ორთო და პოლარული მიდევნების ერთდროულად ჩართვა. რაც უფრო მოუხშირებთ ხაზვას, დარწმუნდებით, რომ ეს მეთოდები დროის ძალიან დიდი შემნახველები არიან.
დაუბრუნდით
1-2 გაკვეთილის დავალებას და დახაზეთ იგი ამ გაკვეთილში ნაჩვენები მეთოდით.
ახლა კი კიდევ ერთხელ გიმეორებთ :
დარწმუნდით, რომ ჩართული გაქვთ ორთო ან პოლარული მიდევნება და არ დაივიწყოთ, თუ როგორ შეიყვანოთ წერტილები ხელით!
ობიექტზე მიბმის მიდევნება
ახლა თქვენ ნახეთ, თუ როგორ იპოვოთ მანძილი წერტილებიდან და როგორ გაზომოთ ზუსტად, მაგრამ რა
უნდა ვქნათ, თუ გსურთ იპოვოთ განსაზღვრული წერტილები ადრე დახაზულ ობიექტთან მიმართებით?! თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ობიექტზე მიბმები -
Osnaps, მაგრამ ისინი ყოველთვის ვერ ნახულობენ საჭირო წერტილებს.
დავუშვთ, რომ გსურთ დახაზოთ წრე ოთხკუთხედის შუაში ისევე, როგორც ნახაზზეა:
ადრე თქვენ იმოქმედებდით შემდეგნაირად: დახაზავდით ოთხკუთხედის კუთხეებიდან დიაგონალურ ხაზებს, რათა გეპოვათ ცენტრი და შემდეგ ამ ცენტრიდან დახაზავდით წრეს, რის შემდეგაც წაშლიდით დიაგონალურ ხაზებს.
ახლა კი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ობიექტზე მიბმის მიდევნება - Object Snap Tracking.
მისი საშუალებით იპოვით რაიმე ფარდობით წერტილებს და დახაზავთ მათთან მიმართებით. ამ დავალების
შესასრულებლად ჩართეთ ობიექტის შუა წერტილებზე მიბმა.
დახაზეთ ოთხკუთხედი (RECTANGLE)
0,0-დან, 4,3-მდე.
სტატუსის ზოლში დააკვირდით, რომ ობიექტზე მიბმის მიდევნება
და ობიექტზე მიბმების "OSNAP" ღილაკები დაჭერილია.
დაიწყეთ წრეწირის (CIRCLE)
ბრძანება.
გაამოძრავეთ კურსორი ოთხკუთხედის ქვედა ხაზის შუა ნაწილთან. როდესაც თქვენ შეამჩნევთ მკრთალ წერტილოვან ვერტიკალურ ხაზს, გადაიტანეთ კურსორი ოთხკუთხედის მარჯვენა ვერტიკალური ხაზის შუაში. ამ მოქმედებების შემდეგ გადაიტანეთ კურსორი ოთხკუთხედის ცენტრისკენ. შეამჩნევთ 2 წერტილოვანი ხაზის გადაკვეთას. დაახლოებით ასეთს:

როგორც კი დაინახვთ ერთმანეთის გადამკვეთ ორივე ხაზს, შეგიძლიათ დააკლიკოთ და წრეწირის ცენტრი აღმოჩნდება ზუსტად ოთხკუთხედის ცენტრში. დახაზეთ 1" რადიუსის წრე.
ეს ძალზედ მარტივი მაგალითია, მაგრამ, რაც უფრო რთული ფორმების ხაზვას დაიწყებთ, მით უფრო გამოგადგებათ ეს ინსტრუმენტი. ობიექტზე მიდევნება მოქმედებს ნებისმიერ ჩართულ ობიექტზე მიბმასთან. |